უგულავას პოლიტპატიმარს უწოდებს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა და მასთან ასოცირებული ორგანიზაციები

გიგი უგულავას პოლიტპატიმარს უწოდებს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა და მასთან ასოცირებული ორგანიზაციები. საერთაშორისო დონეზე, ცხადია, ვერავინ მსგავს შეფასებას ვერ გააკეთებდა. ამას მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს და ამბობენ ისინი, ვისთვისაც ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია, ვისთვისაც მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და ვინც კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანები არიან. მათი ლოგიკით გამოდის, რომ თუ ხარ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მიუხედავად იმისა, ხარ ხელისუფლებაში თუ ხარ ოპოზიციაში, შენ შეგიძლია აწამო ადამიანები, შეგიძლია უსმინო უკანონოდ ადამიანებს, ჩაერიო მათ პირად ცხოვრებაში“,-ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

რატი იონათამიშვილის თქმით, ცალკეული საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა ეხებოდა დაკავების დროს. ისინი მკაფიოდ აცხადებდნენ, რომ ეს არ უნდა გამხდარიყო მოლაპარაკებების შეწყვეტის და დიალოგის გაჩერების საფუძველი.

„როდესაც უგულავას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მაშინ, რა განცხადებებიც გაკეთდა ჩვენი საერთაშორისო ცალკეული პარტნიორების მხრიდან, და თუ იყო კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ დროში და პროცედურულად ეს არც თუ ისე მისაღებ დროს განხორციელდა, ისინიც კი მიუთითებდნენ, და ამას ცხადია არ მხოლოდ ჩვენი, არამედ უფრო მეტად ოპოზიციის მისამართით იმეორებდნენ, რომ ეს არ უნდა იყოს საფუძველი, რომ შეწყდეს მოლაპარაკებების ფორმატი და გაჩერდეს დიალოგი.

ისინიც კი, ყველა განცხადებაში ზუსტად მიუთითებდნენ, რომ ამან არ უნდა მოახდინოს გავლენა მოლაპარაკების პროცესზე. ამიტომ, ამ ორი საქმის ერთ სიბრტყეზე დაყენება, ვფიქრობ, რომ ცალკეული პასუხისმგებლობაა. ერთი საკითხია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კონსენსუსზე, ვსაუბრობთ მოლაპარაკების მნიშვნელობაზე, და მეორე საკითხია, როდესაც კონკრეტულ სასამართლოზე და სამართლებრივ საქმეზე ვსაუბრობთ“,-განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: