გიორგი (ჟორიკა) რურუას მეუღლე – მნიშვნელოვანია ამ სისტემის ჩამოშლა

მე გარეთ ვარ და გიორგის მაგივრად ვივლი აქციებზე. ის საპატიმროდან გააგრძელებს ბრძოლას,- ამის შესახებ გიორგი (ჟორიკა) რურუას მეუღლე სოფო სიხარულიძე თავის ვიდეომიმართვაში ამბობს.

ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებლის მეუღლის ვიდეომიმართვა ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

„ჩვენ ყველა ვცდილობთ, დავაგროვოთ გამოცდილება, ვისწავლოთ შეცდომებზე, მაგრამ მივხვდი, რომ მოსამართლეებისთვის არაფერი იცვლება. ათწლეულებია, მათი დღის წესრიგი ერთი და იგივეა, უბრალოდ, იცვლებიან ადამიანები, ვინც მათ მიუთითებს, რა უნდა ქნან. ამიტომ, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია ამ სისტემის ჩამოშლა და რეფორმირება“,-აცხადებს რურუას მეუღლე. 

მისი თქმით, გიორგი რურუა იმის გამოა დაჭერილი, რომ არ იაქტიუროს, მაგრამ ეს ასე არ იქნება.

„ის იქიდანაც გააგრძელებს ბრძოლას, მე გიორგის მაგივრად ვივლი აქციებზე და გავაგრძელებ აქტიურობას, ვემზადებით სტრასბურგისთვისაც და ადრე თუ გვიან დადგინდება სიმართლე და გიორგი გამართლდება“,-აცხადებს სოფო სიხარულიძე.

Facebook Comments
%d bloggers like this: