გიორგი ვაშაძემ ლეჩხუმის მოსახლეობას 4 აპრილს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა

„კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა საქართველო დიდი გაჭირვებისა და შიმშილისთვის გაწირა“, – ამის შესახებ პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ლეჩხუმის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

სტრატეგია „აღმაშენებლის” ფარგლებში, „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ლეჩხუმში მცხოვრებლების პრობლემებს გაეცნო. მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე ვაშაძემ საქართველოს პერსპექტივებზე ისაუბრა და მოსახლეობას 4 აპრილს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„ლეჩხუმში ადგილობრივ მოსახლეობასთან ძალიან თბილი შეხვედრა გაიმართა და რაც მთავარია, საქართველოს აქვს საოცარი პერსპექტივა. სწორედ ამიტომ უნდა შევიკრიბოთ 4 აპრილს, რომ ეს პერსპექტივა არ წაგვართვას ჩვენ იმ კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელმაც საქართველო მართლაც გაწირა დიდი გაჭირვებისა და შიმშილისთვის. ჩვენ ამას არ ვიმსახურებთ, ამ ქვეყანას აქვს დიდი შესაძლებლობა, ამიტომ ყველამ ერთად აღმშენებლობა უნდა დავიწყოთ,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: