საჯაროდ ვაცხადებ, რომ ელისო კილაძე მიზანმიმართულად აქეზებს მაჩალიკაშვილს იოსებ გოგაშვილის წინააღმდეგ

საჯაროდ ვაცხადებ, რომ ელისო კილაძე მიზანმიმართულად აქეზებდა და აქეზებს მალხაზ მაჩალიკაშვილს იოსებ გოგაშვილის წინააღმდეგ,-ამის შესახებ მაჩალიკაშვილების ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მარიამ კუბლაშვილი გენერალურ პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება და დაკითხოს აღნიშნულთან დაკავშირებით.

მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატი ელისო კილაძესაც მიმართავს და აცხადებს, რომ კილაძემ შვილმკვდარ მამას მისი თანდასწრებით აჩვენა გოგაშვილის ფოტო და არწმუნებდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაში სწორედ ის იყო დამნაშავე, მეტი დამაჯერებლობისთვის კი, „სანდო წყაროს“ ინფორმაციას იშველიებდა.

„ბოდიში, თქვენ თავადვე ააშკარავებთ საკუთარ თავს. ღელავთ და ბორგავთ. სიტყვაც დაგიძველდათ, ზედმეტად ბევრჯელ გაისარჯეთ ჩემი შეურაცხყოფით, დაცინვით, ცილისწამებით. გოგაშვილი თვალითაც არ მინახავს თქვენგან განსხვავებით, მასთან არასდროს, არანაირი კონტაქტი არ მქონია. თუმცა მე აუცილებლად მომიწევს სიმართლის თქმა, რომ თქვენ გვაჩვენეთ წინასწარ დაბეჭდილი ფოტოსურათი, დაგვარწმუნეთ, რომ სწორედ ი. გოგაშვილია დამნაშავე, აგვიხსენით მისი ვინაობის შესახებ და ა.შ. თქვენ ჩემს თვალწინ აქეზებდით შვილმოკლულ მამას, არწმუნებდით, რომ ეს ადამიანია ყველაფრის დამგეგმავი და მომწყობი, თანაც მეტად დამაჯერებელი რომ ყოფილიყო, ,,სანდო წყარომ მომიტანა ინფორმაციაო”, ამასაც დასძენდით. არ გამოვა თქვენი ტაქტიკა, ჩემზე არ მოქმედებს მსგავსი სიბინძურეები, არაერთხელ გავლილი მაქვს.  ნურც თავდასხმის ხერხით გაირჯებით თავდაცვის ნაცვლად, თავად იცით, რომ უამრავი თქვენი ნამოქმედარის მოწმე ვარ და ამიტომაც მებრძვით. ნერვებმა გიმტყუნათ, ვწუხვარ.“,-წერს მარიამ კუბლაშვილი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: