ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ირანის 3 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდგინდათ.

„ირანიდან ჩამოსულ მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ. ისინი გადაიყვანეს ინფექციურ კლინიკაში, რადგან, არსებული ინფორმაციით, ირანში კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაცია უარესდება. გვიან ღამევე ჩაუტარდათ ტესტი გრიპოზულ ვირუსებზე, პასუხი უარყოფითი იყო. ჩატარებული აქვთ კლინიკური კვლევები და დილით უკვე ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნა ნაცხები კორონავირუსულ ინფექციაზე, ასევე მოლეკულური კვლევები სხვადასხვა რესპირაციულ ვირუსებზე. ნახევარი საათის წინ ცნობილი გახდა, რომ პასუხი კორონავირუსის თაობაზე უარყოფითია. არის ადენოვურუსული და რინოვირუსული ინფექცია, რაც საშიში არ არის. ახლა შემდგომი კლინიკურ მართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ინფექციურმა კლინიკამ უნდა მიიღოს.

რაც შეეხება ირანს, ქალაქ ყუმში 5 გარდაცვალება და ინფიცირების ათობით შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც მეზობელ ქვეყანასთან, ჩვენ ირანთან გვაქვს ინტენსიური ურთიერთობები, ამიტომ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო აქტიურად მსჯელობს შესაბამის ღონისძიებებზე. საბჭოს ჩემი რეკომენდაციები მიღებული აქვს, ახლა გადაწყვეტილება ერთობლივად უნდა მივიღოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: