სამხრეთ კორეაში ერთ დღეში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა გაორმაგდა

ერთ დღეში ​სამხრეთ კორეაში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი ორჯერ გაიზარდა. ამის შესახებ BBC წერს

გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლებაში ადასტურებენ, რომ ავადმყოფების რაოდენობა 229-დან 433-მდე გაიზარდა. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაავადება ახალ, სერიოზულ ფაზაში გადავიდა. ახალი შემთხვევების უმეტესობა ქალაქებს დეგუს და ჩონგდოს უკავშირდება, სადაც სპეციალური რეჟიმი მოქმედებს. 

დღესვე ჯანმრთეობის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ვირუსის გავრცელების შეჩერების ფანჯარა სულ უფრო ვიწვროვდება. ასევე ცნობილი გახდა, რომ დაავადების სიანკუბაციო პერიოდი შესაძლოა 14 დღეზე დიდხანს გაგრძელდეს.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში დაავადებულთა რაოდენობა 76 288-ს შეადგენს, კორონავირუსს კი უკვე 2 345 ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან ერთად, ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 26 სახელმწიფოში უკვე 1 200-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, დაღუპულთა რაოდენობამ კი 8-ს მიაღწია. 

Facebook Comments
%d bloggers like this: