საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბელგიის ეროვნული ნაკრები 78:6 დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბის ევროპის ჩემპიონატის მესამე შეხვედრაში ბელგიის ეროვნული ნაკრები 78:6 დაამარცხა.

შეხვედრა ქუთაისში გაიმართა. პირველი ტაიმი ქართველების გამარჯვებით, 33:6 დასრულდა, მეორე ტაიმში კი „ბორჯღალოსნებმა“ 45:0 მოიგეს.

საქართველოს ნაკრებმა რაგბის ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშებაში სამივე შეხვედრაში გაიმარჯვა.

მომდევნო მატჩს „ბორჯღალოსნები“ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 7 მარტს გამართავენ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: