სერგი კაპანაძე: ჩვენი გეგმაა, მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციას საერთო კანდიდატები გვყავდეს

“ევროპული საქართველოს” წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები ჰყავდეთ.

“ჩვენ გვაქვს გეგმა, მაჟორიტარულ ოლქებში მოვახდინოთ ოპოზიციურმა პარტიებმა კოორდინაცია და გვყავდეს საერთო კანდიდატები.

ეს სამუშაო ძალიან წინ არის წაწეული. შეთანხმებულები ვართ კონკრეტულ ოლქებზე და გვარებზე. რა თქმა უნდა კიდევ რამდენიმე ოლქი დარჩა გასავლელი, მაგრამ ჯამში ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს”, – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

დეპუტატის თქმით, ოპოზიციური პარტიები მაჟორიტარულ ოლქებში წარსადგენ კანდიდატებად პოლიტიკურ ლიდერებს განიხილავენ. თუმცა, ვინ რომელ ოლქში გადანაწილდება, საერთო განცხადებას მაშინ გააკეთებენ, როცა საბოლოოდ შეთანხმდებიან.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: