სოზარ სუბარი: დავტკბები იმის ყურებით, როგორ ირბენს ბოკერია იმ ოლქში, სადაც ნინო ბურჯანაძის კანდიდატურა იქნება

„დიდი სიამოვნებით შევხედავ და ალბათ დავტკბები, როგორ ირბენს გიგა ბოკერია იმ საარჩევნო ოლქში, სადაც ნინო ბურჯანაძე დააყენებს კანდიდატურას“, – ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა ოპოზიციის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც მათ მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატები ეყოლებათ.

„საერთო მაჟორიტარები საერთოდ არ მაინტერესებს, ეს არის ოპოზიციის განდასაწყვეტი. ისე მე დიდი სიამოვნებით შევხედავ და ალბათ დავტკბები, როგორ ირბენს მაგალითად ბოკერია იმ ოლქში, სადაც ნინო ბურჯანაძე დააყენებს კანდიდატურას და რა სიტყვებით მიმართავს ხალხს, რომ ხმა მიეცით ნინო ბურჯანაძეს. ასევე საწინააღმდეგოსაც დიდი სიამოვნებით დაველოდები. ძალიან დამაინტერესებს თითოეული მათგანი, ამ ორს ვგულისხმობ, და მსგავსი ადამიანები, რამდენ ხმას აიღებენ, ან ისეთი გამოჩენილი ლიდერები, როგორებიც არიან ბერძენიშვილები თუ სხვები, რამდენ პროცენტიანი ბარიერის გადალახვას შეძლებენ“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: