ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 109 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 109 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 2345-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტი ავრელებს. 

მათი ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 397 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 76 288-მდე გაიზარდა. დღემდე ვირუსით ინფიცირებული 20 659 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

კორონავირუსით დაავადებული პაციენტის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა საფრანგეთშიც, ეს ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების მეოთხე შემთხვევაა. კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა ეგვიპტეშიც. 

კორონავირუსის ეპიდემიის შესასწავლად ჩინეთში საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი გაემგზავრა. მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხელმძღვანელობს. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2002-2003 წლებში მწვავე რესპირატორული სინდრომის მსხვერპლთა რიცხვს გადააჭარბა. 

Facebook Comments
%d bloggers like this: