ჰილარი კლინტონმა დონალდ ტრამპს პუტინის მარიონეტი უწოდა

ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს მოქალაქეები საჩხერის საავადმყოფოსთან არსებულ სასტუმროში არიან მოთავსებულები.

ტერიტორიას სამართალდამცავები აკონტროლებენ, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

ექიმის ინფორმაციით, ჩინეთიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს ორი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან. მათ უკვე დაურიგდათ ინსტრუქცია. სამედიცინო პერსონალიც შესაბამისად არის აღჭურვილი.

საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, მაია ხელაძის თქმით, საჩხერის საავადმყოფოს სასტუმრო სავარაუდოდ სწორედ იმიტომ შეარჩიეს, რომ საჭიროების შემთხვევაში პერიმეტრზე სტაციონარის განყოფილებაცაა და სამედიცინო დაწესებულებას გააჩნია მათი მკურნალობისთვის შესაბამისი პირობები.

ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი  გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, რომლის განცხადებითაც, ამ ეტაპზე არც ერთ მათგანს არ უფიქსირდება იმის ნიშანი, რომ მათ შეიძლება კორონავირუსი ჰქონდეთ. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: