უცხოური მედია

ახალ ზელანდიაში ბოთლში გერმანიაში დაწერილი წერილი იპოვეს

Nusagi

ახალ ზელანდიაში იპოვეს ბოთლი, რომელშიც რამდენიმე წლის წინ, გერმანიაში დაწერილი წერილი აღმოაჩინეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს

გამოცემის ინფორმაციით, 8 წლის წინ, გერმანიის ქალაქ ბონში გოგოსების ოჯახმა წერილი დაწერა, ბოთლში მოათავსა და მდინარე რაინში გაუშვა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ გზავნილი ახალ ზელანდიაში, ქალაქ ოკლენდში აღმოაჩინეს. გერმანულმა ოჯახმა ამის შესახებ ავსტრალიელების მიერ მიწერილი წერილიდან შეიტყო.

„ძვირფასო სილა, ფრიდა, მაია და ჯონ, ჩვენ თქვენი წერილი ბოთლში ვიპოვეთ და ოკლენდიდან, ახალი ზელანდიიდან გიბრუნებთ. მან გრძელი გზა გამოიარა“, – დაწერეს ავსტრალიელებმა სკოტმა, ჯულიამ, ლიმ და ელისმა. 

ახლა გერმანულმა ოჯახმა მათი ძებნა დაიწყო, რადგან ავსტრალიელებს მათი საკონტაქტო დეტალები არ გაუზიარებიათ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,337,042 ნახვა
%d bloggers like this: