“გამოვყოთ თბილისში ადგილი, სადაც იქნება მემორიალი ყველასთვის” – პრეზიდენტის ინიციატივა

პარლამენტის შიდა ეზოში, იუნკერების ხსოვნისადმი მიძრვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალი ინიციატივით გამოვიდა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, თბილისში უნდა გამოიყოს ადგილი, სადაც განთავსდება ერთიანი მემორიალი თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირებისთვის.  

„ალბათ დრო მოვიდა, რომ ჩვენ ერთი ადგილი გამოვყოთ ამ ქალაქში, სადაც იქნება მემორიალი ყველასთვის და არა ის პატარა დაფა რაც გარეთ არის, არა ეს ადგილი , რაც არის შიგნით, სადაც საზოგადოება ვერ შემოდის ისე ადვილად, როგორც ეს არის საჭირო. რამე ადგილი, სადაც 9 აპრილს დაღუპულები, სადაც ყველა ჩვენს ომში და ყველა ჩვენს ბრძოლაში დაღუპულები იქნებიან ერთად. სადაც შევძლებთ, რომ შემეცნებითი ნაწილიც იყოს. ახალგაზრდები სკოლებიდან მივიდნენ, პატივი მიაგონ და გაიგონ, თუ რა ხდებოდა, რამდენი ბრძოლა ჩაატარა ამ ქვეყანამ, რამდენი ადამიანი დაიღუპა, რამდენმა დალია სული და რომ ეს ყველაფერი არის ჩვენი ის მემკვიდრეობა, რომელსაც ჩვენ ყველამ უნდა ვცეთ პატივი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: