დიდ დიღომში მოსახლეობა საბავშვო ბაღთან მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონში მოსახლეობა საბავშვო ბაღთან მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს.

აქციის მონაწილეების თქმით, ბაღის 500-მდე აღსაზრდელს საფრთხე როგორც მშენებლობის პროცესში, ისე მისი დასრულების შემდეგ შეექმნება. მრავალსართულიანი კორპუსი საბავშვო ბაღის ერთი შესასვლელის პარალიზებას მოახდენს.

აქციის მონაწილეებმა თბილისის მერიას მიმართეს, რის შემდეგაც კომპანიამ მუშაობა დროებით შეაჩერა. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ამ კორპუსის მშენებლობაზე ნებართვა ბაღის აშენებამდე გაიცა. მიმდინარეობს საკითხის შესწავლა და დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

Facebook Comments
%d bloggers like this: