თელავში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა

თელავში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.

შემთხვევა გვიან ღამით, თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა სატვირთოს შეეჯახა. ადგილზე დაიღუპა ორი ახალგაზრდა მამამაკაცი, ერთი დაშავებული კი თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.   

Facebook Comments
%d bloggers like this: