თურ­ქე­თი­სა და ირა­ნის სა­ზღვარ­თან კვი­რას, გამ­თე­ნი­ი­სას 5.7 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრა მოხ­და

თურ­ქე­თი­სა და ირა­ნის სა­ზღვარ­თან კვი­რას, გამ­თე­ნი­ი­სას 5.7 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრა მოხ­და, რო­მე­ლიც და­მან­გრე­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­წისძვრას ირა­ნის სა­ზღვარ­თან მდე­ბა­რე, თურ­ქე­თის ვა­ნის პრო­ვინ­ცი­ა­ში სულ ცოტა 7 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, და­შა­ვე­ბუ­ლია 5 ადა­მი­ა­ნი.

თურ­ქე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლია 4 ზრდას­რუ­ლი და 3 ბავ­შვი. მი­სი­ვე ცნო­ბით, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია 1000-ზე მეტი შე­ნო­ბა.

მაშ­ვე­ლე­ბი ნან­გრე­ვე­ბი­დან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ამოყ­ვა­ნის ოპე­რა­ცი­ას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. თურ­ქუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­წისძვრამ თურ­ქე­თის 43 სო­ფელ­ში გა­მო­იწ­ვია ზა­რა­ლი.

ფო­ტო­ე­ბი ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლი­დან, რო­მელ­საც თურ­ქუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს:

თურ­ქეთ­ში და­მან­გრე­ვე­ლი მი­წისძვრა 24 იან­ვარ­საც მოხ­და. მა­შინ ეპი­ცენ­ტრი ელი­ა­გი­ზის პრო­ვინ­ცია იყო და 40-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა. მი­წის­ქვე­შა ბიძ­გე­ბის სიმ­ძლავ­რემ ელი­ა­გიზ­ში 6.8 მაგ­ნი­ტუ­და შე­ად­გი­ნა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: