ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ოთხ ირანელს A და B ტიპის ვირუსი არ დაუდგინდათ

თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში ირანის ოთხი მოქალაქე ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით  ირანის მოქალაქეები საქართველოში თეირანი-თბილისის რეისით ჩამოვიდნენ. თბილისის აეროპორტში ჩამოსვლისას სავალდებულო შემოწმების დროს მათ მომატებული ტემპერატურა დაუფიქსირდათ.

ირანიდან ჩამოსულ მოქალაქეებს თერმოსკრინინგი, რენტგენოლოგიური კვლევები და სისხლის შემადგენლობის ანალიზები ჩაუტარდათ. პირველადი ინფორმაციით, მათ სისხლში A და B ტიპის ვირუსი არ ფიქსირდება. ასევე არ ფიქსირდება განსაკუთრებული ცვლილებები, რომლებიც კორონავირუსს ახასიათებს.

ინფექციურ კლინიკაში ლუგარის ლაბორატორიის ექსპერტებს ელოდებიან, რომლებიც ნაცხს აიღებენ და ლაბორატორიაში კვლევისთვის გადააგზავნიან. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, აქვთ თუ არა ირანიდან ჩამოსულ მოქალაქეებს კორონავირუსი. ისინი ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში რჩებიან. ექიმების განცახდებით, მათ მხოლოდ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, გვიან ღამით პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის და სხვა უწყებების წარმოამდგენლები ესწრებოდნენ.

თეირანიდან თბილისში ჩამოსული ირანის 4 მოქალაქე ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოათავსეს.

Facebook Comments
%d bloggers like this: