მეკობრეების მიერ გატაცებული მეზღვაურები კონტაქტზე ჯერ არ გამოსულან

მეკობრეები, რომელებმაც მეზღვაურები გაიტაცეს, კონტაქტზე ჯერ არ გამოსულან, შესაბამისად მათი მოთხოვნები ამ ეტაპზე უცნობია. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური კომუნიკაცია აქვს გემთმფლობელ კომპანიასთან.

„ყოველ საათში ვიღებთ ინფორმაციას გემთმფლობელისაგან, როგორც ჩვენ, ისე საგარეო საქმეთა სამინისტრო. ეს ინფორმაცია მიეწოდებათ ოჯახებსაც. კომუნიკაცია გვაქვს ასევე გემზე დარჩენილ მეზღვაურებთან, ისინი იმყოფებიან დაცულ წყლებში, შესაბამისად მათ დაჰყვებათ დაცვა. ველოდებით მოვლენების განვითარებასა და გემთმფლობელისაგან განახლებულ ინფორმაციას“,- განაცხადა თამარ იოსელიანმა.

აფრიკაში, ქალაქ ლაგოსთან მდებარე ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს მეკობრეები თავს დაესხნენ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გატაცებული 10 მეზღვაურიდან 4 საქართველოს მოქალაქეა. სულ გემზე ეკიპაჟის 24 წევრი იმყოფებოდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: