რწმუნებულის ინფორმაციით, 17 წლის ალეკო შიუკაშვილი ტყეში შეშაზე იყო წასული

ალეკო შიუკაშვილი, რომელიც ოკუპანტებმა სოფელ კირბალიდან გაიტაცეს, ტყეში შეშაზე იყო წასული, – ამის შესახებ imedinews-s ზეღდულეთის ადმინისტრაციული ერთეულში გორის მერის წარმომადგენელმა დავით ცერცვაძემ განუცხადა.

„ბიჭები სოფელთან მდებარე ტყეში შეშაზე იყვნენ წასულები. 17 წლის ბიჭი დააკავეს, დანარჩენებმა გამოქცევა შეძლეს. ამ ბიჭის მამაც რამდენჯერმე ჰყავდათ დაკავებული. ზუსტად არ ვიცით, სად იმყოფება ის ახლა – რუსულ ბაზაზე თუ ცხინვალში“, – განაცხადა ცერცვაძემ.

გასულ ღამეს ოკუპანტებმა სოფელ კირბალიდან საქართველოს მოქალაქე, 17 წლის ალეკო შიუკაშვილი გაიტაცეს. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: