ტეხასში ძაღლი სახლიდან გაიქცა და პოლიციაში მივიდა

ტეხასის შტატის ქალაქ ოდესაში ძაღლი სახლიდან გაიქცა და პოლიციაში მივიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია WREX-ი ავრცელებს

ძაღლის პატრონის, ედვარდ ალვარადოს თქმით, 1 წლის ჰასკისა და გერმანული ნაგაზის მეტისი სახელად ჩიკო სახლიდან ღამით გაიქცა. 

„როდესაც ჩიკო სახლიდან გაიქცა, მეძინა. დილით ნათესავმა პოლიციის განყოფილებაში გადაღებული ძაღლის ფოტო გამომიგზავნა და მკითხა, ეს ჩიკო ხომ არ იყო. მხოლოდ მაშინ აღმოვაჩინე, რომ ძაღლი სახლში არ ყოფილა. მიხარია, რომ მან იცის, სად უნდა წავიდეს, როდესაც გარეთ აღმოჩნდება“, – აცხადებს ედვარდ ალვარადო.

Facebook Comments
%d bloggers like this: