Advertisements
ჯანდაცვა

ამირან გამყრელიძე: საქართველოში ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს უფრო მეტად ვაძლიერებთ

“საქართველოში კიდევ მეტად ვაძლიერებთ ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს, შესაბამისად საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ყველა უწყება მუშაობას აძლიერებს “, -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ღონისძიებები, რომელიც აეროპორტში ჩინეთიდან ჩამოსული ადამიანების მიმართ ხორციელდებოდა, დღეიდან უკვე ირანიდან ჩამოსულ მოქალაქეებზეც განხორციელდება.

“გადადგმული იქნება სხვა კიდევ შემზღუდველი ნაბიჯები, რადგან ჯერჯერობით ვართ შეკავების ფაზაში. აქედან გამომდინარე, საქართველოში კიდევ მეტად ვაძლიერებთ მზადყოფნის რეჟიმს, ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს და საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ყველა უწყება თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს და აძლიერებს მუშაობას. კერძოდ,ის ღონისძიებები, რაც ხორციელდებოდა საქართველოს საზღვრებზე ჩინეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე ადამიანებზე, რომ მათ უტარდებოდათ თერმოსკრინინგი და ეძლეოდათ შესაბამისი დარიგებები თვითიზოლაციის და ა.შ. დღეიდან იგივე ღონისძიებები ვრცელდება ირანზე და ირანში უკანასკნელი 2 კვირის მანძილზე მოგზაურობის ისტორიის მქონე ადამიანებზე. ასევე მიმდინარეობს მსჯელობა იგივე ღონისძიების განხორციელებაზე სხვა მაღალდასენიანებული ქვეყნებიდან. შესაბამისი გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებითაც იქნება”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

Facebook Comments
Advertisements