„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი ბრიუსელში 18 ივნისს გაიმართება

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი ბრიუსელში 18 ივნისს გაიმართება. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირში უკრაინის ელჩმა, ნიკოლაი ტოჩიცკიმ განაცხადა.

დიპლომატის თქმით, უკრაინული მხარე მზად არის, კონკრეტული პრაგმატული შედეგების მისაღწევად აქტიური პოზიციის დასაკავებლად.

„ვისურვებდით, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში“ არსებული პროგრამები გამოყენებული იყოს ევროპული ინტეგრაციისკენ ჩვენი გზის გასაძლიერებლად“, – აღნიშნა უკრაინელმა დიპლომატმა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის პროგრამაა, რომელიც 2009 წელს შეიქმნა. ის საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, ბელარუსს, სომხეთსა და აზერბაიჯანს აერთიანებს.

Facebook Comments
%d bloggers like this: