Advertisements
პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ვინც მერაბიშვილს პოლიტპატიმარს უწოდებს, კარგად იცის, რომ მკვლელობისთვის დაჭერა პოლიტიკურ პატიმრობას არ გულისხმობს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, მკვლელობისა და ადამიანის ღირსების და ჯანმრთელობის შელახვისთვის დაჭერა არანაირ პოლიტიკურ პატიმრობას არ გულისხმობს. ამის შესახებ მან ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა გამონათქვამების შეფასებისას განაცხადა.

„უბედურება ისაა, რომ ადამიანებმა, რომლებიც ვანო მერაბიშვილს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებენ, კარგად იციან, რომ მკვლელობისთვის და ადამიანის ღირსების და ჯანმრთელობის შელახვისთვის დაჭერა არანაირ პოლიტიკურ პატიმრობას არ გულისხმობს. იმ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ მართვის სტილი თუკი ესეთი არ იქნება, ქვეყანაში წესრიგი არ იქნება. აი ეს არის რეალობა და ამ რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი. სწორედ ამაზე ლაპარაკობენ ადამიანები , რომლებიც ვანო მერაბიშვილს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებენ. ვინმემ დაასახელოს ერთი შემთხვევა, რომ ქვეყანაში, სადაც ძალისმიერად უპირისპირდები სახელმწიფოს და მითუმეტეს არევას ცდილობ ქვეყნის, იყოს პოლიტიკურად დაცული ან გარანტირებული, რომ ამაზე პასუხს არავინ მოგთხოვს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

Facebook Comments
Advertisements

ავტორის შესახებ

Info Postalioni

Featured