“თითქოს სამყაროს აღსასრული დადგა” – ფოტოები იტალიის ქალაქებიდან, რომლებიც კორონავირუსის გამო იზოლირებულია

იტა­ლი­ა­ში ახა­ლი ტი­პის კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფიც­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა სწრა­ფად იზ­რდე­ბა. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში 130-ზე მე­ტია ადა­მი­ა­ნია და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, ხოლო ვირუს­მა უკვე ორი პა­ცი­ენ­ტი იმ­სხვერ­პლა.

კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, იტა­ლი­ის მთავ­რო­ბამ 10 ქა­ლა­ქის ჩა­კეტვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. იზო­ლი­რე­ბუ­ლია ქვეყ­ნის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე ქა­ლა­ქე­ბი. ჩა­კე­ტი­ლია – კა­ზალ­პუს­ტერ­ლენ­გო, კო­დო­ნო, მა­ლეო, ბერ­ტო­ნი­კო, ტე­რა­ნო­ვა დეი პა­სე­რი­ნი, კას­ტელ­ჯე­რუნ­დო, სან ფი­ო­რა­ნო, კას­ტი­ლი­ო­ნე დ’ადდა და ფომ­ბიო.

ფოტო იზო­ლი­რე­ბუ­ლი ქა­ლა­ქი­დან კო­დო­ნო

კო­რო­ნა­ვირუ­სის საფრ­თხის გამო გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა იტა­ლი­ის იმ ქა­ლა­ქებ­ში, რომ­ლე­ბიც იზო­ლი­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა იქაც, სა­დაც არც ერთი შემ­თხვე­ვა არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა, ადა­მი­ა­ნე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლი კა­რან­ტი­ნის­თვის უკვე ემ­ზა­დე­ბი­ან.

ფოტო ლომ­ბარ­დი­ის რე­გი­ონ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი. ბა­ნერ­ზე წარ­წე­რით ურ­ჩე­ვენ მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ სახ­ლში დარ­ჩნენ
პო­ლი­ცი­ის ოფიც­რე­ბი ჩა­კე­ტილ ქა­ლაქ კას­ტი­ლი­ო­ნე დ’ად­დას­თან

“ერთი შე­ხედ­ვით ეს მხო­ლოდ ვირუ­სია, მაგ­რამ მა­ღა­ზი­ებ­სა და აფ­თი­ა­ქებ­ში თუ შე­ი­ხე­დავთ, იფიქ­რებთ, რომ სამ­ყა­როს და­სას­რუ­ლი დად­გა“, – წე­რენ იტა­ლი­უ­რი გა­მო­ცე­მე­ბი და ავ­რცე­ლე­ბენ ფო­ტო­ებს, რომ­ლებ­ზეც და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი მარ­კე­ტე­ბი და აფ­თი­ა­ქე­ბი ჩანს.

სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ძი­რი­თად ნა­წილ­ში დახ­ლე­ბი ცა­რი­ე­ლია. ხოლო, სა­დაც ჯერ კი­დევ არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი საკ­ვე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი რი­გია.

ჩა­კე­ტი­ლი ქა­ლა­ქე­ბის მცხოვ­რებ­ლებს ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და მე­დი­კო­სე­ბი ურ­ჩე­ვენ, რომ გა­რეთ გა­მოს­ვლის­გან თავი შე­ი­კა­ვონ, ამი­ტო­მაც, ერთ დროს ხმა­უ­რი­ან ქა­ლა­ქე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო, ახლა ცა­რი­ე­ლია და გარ­შე­მო მხო­ლოდ სი­ჩუ­მეა.

ფოტო ქა­ლაქ კო­დო­ნო­დან
ფოტო ქა­ლაქ კა­ზალ­პუს­ტერ­ლენ­გო­დან – ადა­მი­ა­ნე­ბი სუ­პერ­მარ­კე­ტის რიგ­ში

რაც შე­ე­ხე­ბა იტა­ლი­ის დიდ ტუ­რის­ტულ ქა­ლა­ქებს, რო­გორც სხვა­დას­ხვა იტა­ლი­უ­რი გა­მო­ცე­მე­ბი წე­რენ, იქ პა­ნი­კა არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა და ტუ­რის­ტე­ბის ნა­კად­ზეც ჯერ­ჯე­რო­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სის საფრ­თხეს არ უმოქ­მე­დია.

ტუ­რის­ტი ვირუ­სის­გან დამ­ცა­ვი ნიღ­ბით ვე­ნე­ცი­ის კარ­ნა­ვალ­ზე
კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­ლე­ნა ვე­ნე­ცი­ის კარ­ნა­ვალ­ზე

თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მი­ლან­ში უკვე იმა­რა­გე­ბენ საკ­ვებს. ვრცელ­დე­ბა კად­რე­ბი მი­ლა­ნის სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი­დან, რომ­ლებ­ზეც ცა­რი­ე­ლი დახ­ლე­ბი ჩანს.

ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი ინგა ბა­სი­აშ­ვი­ლი მი­ლა­ნის ერთ-ერთ სუ­პერ­მარ­კეტ­ში გა­და­ღე­ბულ კად­რებს ავ­რცე­ლებს, სა­დაც და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი დახ­ლე­ბი ჩანს. ვი­დე­ო­ში თით­ქმის ვერ და­ი­ნა­ხავთ მა­ღა­ზი­ის მომ­ხმა­რებ­ლებს – რო­გორც ჩანს, იტა­ლი­ე­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე დღის მა­რა­გი წა­ი­ღეს და გა­რეთ გას­ვლას ერი­დე­ბი­ან…

ფო­ტო­ე­ბი მი­ლა­ნის სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი­დან:

კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო იტა­ლი­ა­ში მყოფ თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს და გან­სა­კუთ­რე­ბით მათ, ვინც 5 რე­გი­ონ­ში – ლომ­ბარ­დი­ა­ში, ვე­ნე­ტოში, პი­ე­მონ­ტეში, ემი­ლია რო­მა­ნი­ა­ში და ლა­ცი­ო­ში ცხოვ­რო­ბენ ან მოგ­ზა­უ­რო­ბენ, ურ­ჩევს, გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ იტა­ლი­ის მთავ­რო­ბის მიერ ვირუ­სის მარ­თვის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი რჩე­ვე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის გარ­და თავი შე­ი­კა­ვონ სა­ჯა­რო თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში სი­ა­რუ­ლის­გან და და­იც­ვან ჰი­გი­ე­ნუ­რი წე­სე­ბი.

გლო­ბა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კით, მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით 2 619 ადა­მი­ა­ნია და­ღუ­პუ­ლი, და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი 79 356-ს აღ­წევს.

წყარო:ambebi.ge

Facebook Comments
%d bloggers like this: