კორონავირუსის სიმპტომები, რომლითაც ის სხვა ვირუსებიგან განსხვავდება

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის იმ სიმპტო­მებს ასა­ხე­ლებს, რომ­ლი­თაც ის სხვა ვირუ­სე­ბი­გან გან­სხვავ­დე­ბა.

თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის თქმით, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი ინ­ფექ­ცია ძა­ლი­ან ჰგავს გრიპს, მაგ­რამ გრი­პის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მას უე­ცა­რი და­სა­წყი­სი არ ახა­სი­ა­თებს. მისი გან­მარ­ტე­ბით, გრი­პი, რო­გორც წესი უეც­რად იწყე­ბა, ხოლო, კო­რო­ნა­ვირუ­სი – თან­და­თან.

ამას­თან, ცერ­ცვა­ძის თქმით, გრი­პის დროს ხში­რია თა­ვის ტი­ვი­ლი, კო­რო­ნა­ვირუ­სის დროს კი შე­და­რე­ბით იშ­ვი­ა­თია თა­ვის ტკი­ვი­ლი, ასე­ვე გრი­პის დროს შე­საძ­ლოა, დი­ა­რეა იყო, რაც კო­რო­ნა­ვირუ­სის დროს იშ­ვი­ა­თია.

“ასე­ვე, გა­ცი­ე­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, კო­რო­ნა­ვირუსს ახა­სი­ა­თებს მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, რაც ე.წ. გრი­პის­მაგ­ვარ და­ა­ვა­დე­ბებს არ ახა­სი­ა­თებთ. აგ­რეთ­ვე, ახა­სი­ა­თებს მეტი ინ­ტოქ­სი­კა­ცია. ეს ის ნი­უ­ან­სე­ბია, რომ­ლი­თაც მხო­ლოდ გა­მოც­დილ ექიმს შე­უძ­ლია მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მაგ­რამ სა­ბო­ლოო და გან­მსა­ზღვრე­ლი არ არის.

სა­ბო­ლოო და გან­მსა­ზღვრე­ლი მა­ინც არის რენტგე­ნო­ლო­გი­უ­რად მძი­მე პნევ­მო­ნი­ის დად­გე­ნა. ყვე­ლა­ზე ზუს­ტი შე­დე­გია ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვა“, – გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის თქმით, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი ინ­ფექ­ცია, შეძ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს რო­გორც მსუ­ბუ­ქი, ისე მძი­მე ფორ­მით.

“არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ყვე­ლა შემ­თხვე­ვა მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს. მსუ­ბუქ შემ­თხვე­ვა­ში მას აქვს იგი­ვე სიმპტო­მე­ბი, რაც აქვს და­ახ­ლო­ე­ბით მწვა­ვე რეს­პი­რა­ცი­ულ ინ­ფექ­ცი­ებს სხვა ფაქ­ტო­რე­ბით გა­მოწ­ვე­ულს, ხოლო მძი­მე შემ­თხვე­ვებ­ში მას აქვს იგი­ვე კლი­ნი­კა, რაც მძი­მე მწვა­ვე რეს­პე­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ით გა­მოწ­ვე­ულ ინ­ფექ­ცი­ებს. კერ­ძოდ, ეს სიმპტო­მე­ბია: ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბა, ხვე­ლა.

შე­იძ­ლე­ბა იყოს სხვა სიმპტო­მე­ბიც, მა­გა­ლი­თად, კუნ­თე­ბის და თა­ვის ტკი­ვი­ლი, სა­ერ­თო სი­სუს­ტე, ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შეგ­რძნე­ბა, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სიმპტო­მია სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, ეს უნდა იცო­დეს მო­სახ­ლე­ო­ბამ და ექი­მებ­მაც.

ეს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სიმპტო­მია, ვი­ნა­ი­დან კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფექ­ცი­ას ახა­სი­ა­თებს ერთ-ერთი მთა­ვა­რი ნი­შა­ნი – სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა სუნ­თქვის გახ­ში­რე­ბით, ხმა­უ­რი­ა­ნი სუნ­თქვით, სუნ­თქვის პრო­ცეს­ში დამ­ხმა­რე კუნ­თე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ნეს­ტო­ე­ბის შე­ბერ­ვით და ა.შ.

სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, ერ­თის მხრივ, შე­იძ­ლე­ბა მი­უ­თი­თებ­დეს კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფექ­ცი­ა­ზე, ხოლო მე­ო­რეს მხრივ მი­უ­თი­თებს ნე­ბის­მი­ე­რი მძი­მე, მწვა­ვე რეს­პი­რა­ცი­ულ ინ­ფექ­ცი­ის დამ­ძი­მე­ბა­ზე და არის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჩვე­ნე­ბა იმის­თვის, რომ მოხ­დეს პა­ცი­ენ­ტის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია”, – აცხა­დებს ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: