,,მოლოდცი, ტაკ დერჟატ’! როგორც უზურპატორი იტყოდა”- ნიკა გვარამია

ნაცმოძრაობა+გაერთიანებული ოპოზიციის 29%იანი შედეგი არის ფანტასტიური. არ დავმალავ, არ ველოდი და ძალიან გამიკვირდა. ეს ნიშნავს, რომ ნაცმო, რომელიც არასხელისუფლებო პარტიაა, ყოველგვარი სახელისუფლებო დანამატების და ადმინ რესურსების გარეშე, მკაფიოდ დაჯდა ამომრჩევლის 600.000ათასიან ნიშნულზე. გიგანტი პარტიაა, თან ერთდერთი საქართველოში.

ოცნების 34% ხელისუფლების ჩაბეტონებული უპირატესობის (ე.წ. სკამის რეიტინგი, დაახლოვებით 20%) გათვალისწინებით, ქართული ოცნების, როგორც პარტიის, სრული კრახია. მისი განსახელისუფლებობის შემდეგ ეს 34% გადაიქცევა 10%ად.

შეგახსენებთ, რომ 29%იანი რეიტინგი ბიძინა ივანიშვილს არ ქონია ბოლო კვლევით 2012ში. საბოლოო შედეგი ყველას გვახსოვს.

მოლოდცი, ტაკ დერჟატ’! როგორც უზურპატორი იტყოდა

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: