მსახიობ ნანა ფაჩუაშვილს ვაჟი გარდაეცვალა

თე­ატ­რი­სა და კი­ნოს მსა­ხი­ობს ნანა ფა­ჩუ­აშ­ვილს, ვაჟი გარ­და­ეც­ვა­ლა. თა­მაზ აფხა­ი­ძე 55 წლის იყო.

მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ “ფე­ის­ბუქ­ზე” ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის ყო­ფი­ლი ლი­დე­რი ირი­ნა სა­რიშ­ვი­ლი წერს. ის და თა­მაზ აფხა­ი­ძე მე­გობ­რე­ბი და კლა­სე­ლე­ბი იყ­ვნენ:

“ხელი არ მიბ­რუნ­დე­ბა ჩემს უახ­ლო­ეს და უსაყ­ვარ­ლეს მე­გო­ბარ­ზე, კლა­სელ­ზე ამ გან­ცხა­დე­ბის და­სა­წე­რად, მაგ­რამ იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ რო­გორც ინ­ფორ­მა­ცია ისე დავ­დო…

გარ­და­იც­ვა­ლა თა­მაზ აფხა­ი­ძე. პა­ნაშ­ვი­დი: მის: ყიფ­ში­ძის 5/7გას­ვე­ნე­ბა ხუთ­შა­ბათს, 27 თე­ბერ­ვალს, სა­ბურ­თა­ლოს სა­საფ­ლა­ოს ცენ­ტრა­ლურ შე­სას­ვლელ­თან მდე­ბა­რე ტაძ­რი­დან” – წერს სა­რიშ­ვი­ლი.

ნანა ფა­ჩუ­აშ­ვილ­მა პირ­ველ მე­უღ­ლეს­თან – თა­მაზ აფხა­ი­ძე უფ­როს­თან სულ ხუთი თვე იცხოვ­რა. მე­უღ­ლე რამ­დე­ნი­მე თვე­ში ტრა­გი­კუ­ლად გარ­და­იც­ვა­ლა, თუმ­ცა მის­გან ერთი ვაჟი – თა­მაზ აფხა­ი­ძე უმ­ცრო­სი დარ­ჩა.

“რო­დე­საც ორ ადა­მი­ანს დიდი გრძნო­ბა აკავ­ში­რებს, ისე ბუ­ნებ­რი­ვად ხდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, რომ ვერც ახ­სნი. მგო­ნი ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც “ზე­ვი­დან” წყდე­ბა. ჩემი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე – თა­მაზ აფხა­ი­ძე ძა­ლი­ან მალე დავ­კარ­გე – რამ­დე­ნი­მე თვე­ში და­ი­ღუ­პა და ძა­ლი­ან დიდი ტკი­ვი­ლი და­მი­ტო­ვა. მას უფრო ვუყ­ვარ­დი, მაგ­რამ ზოგ­ჯერ ვფიქ­რობ­დი: ასეთ­მა ჭკვი­ან­მა, ლა­მაზ­მა და გა­მორ­ჩე­ულ­მა კაც­მა რა ნახა ჩემ­ში-მეთ­ქი.

მხო­ლოდ 5 თვეს ვი­ყა­ვით ერ­თად. ფეხ­მძი­მე დავ­რჩი და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მის­გან შვი­ლი დამ­რჩა – მე­ო­რე თა­მაზ აფხა­ი­ძე. მარ­თა­ლია, მე­ო­რედ გავ­თხოვ­დი, მაგ­რამ ის ტკი­ვი­ლი გულ­ში მა­ინც დარ­ჩა” – ყვე­ბო­და ჟურ­ნალ “გზას­თან” ინ­ტერ­ვი­უ­ში ნანა ფა­ჩუ­აშ­ვი­ლი.

Facebook Comments
%d bloggers like this: