“შევედით პალატაში, თვალები ღია ჰქონდა, გვიყურებდა, თუმცა საუბარი არ შეეძლო” – რას წერს კოკო გამსახურდია ძმის მდომარეობაზე

კოკო გამ­სა­ხურ­დია, ძმის ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უახ­ლეს ინ­ფორ­მა­ცი­ას აქ­ვეყ­ნებს:

“ახ­ლა­ხანს გა­მო­ვე­დით ის­ტან­ბუ­ლის აჯი­ბა­დე­მის კლი­ნი­კი­დან, სა­დაც ამ სტრი­ქო­ნე­ბის ავ­ტო­რი და ჩემი ძმა, გი­ორ­გი შევ­ხვდით ქალ­ბა­ტო­ნებს, ფე­ი­ზა ოზ­თურ­ქს, სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლეს და ჰი­ლალ ჩა­ტალს, სა­ერ­თა­შო­რი­სო პა­ცი­ენ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორს, ასე­ვე აჯი­ბა­დე­მის კლი­ნი­კის სა­თა­ვო ოფი­სის წარ­მო­მად­გე­ნელს, ბა­ტონ ოს­მან შე­ი­ხ­ოღ­ლუს. მო­ვის­მი­ნეთ ინ­ფორ­მა­ცია ჩვე­ნი ძმის, ცოტ­ნეს მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. მკურ­ნა­ლო­ბა არის აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში, ახლო მო­მა­ვალ­ში ვა­რა­უ­დო­ბენ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის და­წყე­ბას. მდგო­მა­რე­ო­ბა რაც მთა­ვა­რია, კონ­ტროლ­ქვე­შაა, არის გარ­კვე­უ­ლი პროგ­რე­სი, მი­უ­ხე­და­ვად სა­ერ­თო მძი­მე სუ­რა­თი­სა. ამის შემ­დეგ შე­ვე­დით ცოტ­ნეს პა­ლა­ტა­ში. მას თვა­ლე­ბი ღია ჰქონ­და, გვი­ყუ­რებ­და, თუმ­ცა სა­უ­ბა­რი არ შე­ეძ­ლო ყელ­ში ჩად­გმუ­ლი ტრა­ქე­ოს­ტო­მის გამო. რო­დე­საც მარ­ცხე­ნა ხელ­ში ხელი ჩა­ვუ­დე და ვუ­თხა­რი, მო­მი­ჭი­რე მეთ­ქი, მან ხელი მო­მი­ჭი­რა, ასე­ვე ჩემს ძმა­საც. ანა­ლო­გი­უ­რად ოდ­ნავ ამოძ­რა­ვებ­და მარ­ჯვე­ნა ხე­ლის ერთ თითს და ფე­ხის ორ თით­საც, რაც გარ­კვე­უ­ლი წინსვლაა. დიდი მად­ლო­ბა აჯი­ბა­დე­მის კლი­ნი­კის ექი­მებს, აკე­თე­ბენ რა ყვე­ლა­ფერს სა­ბო­ლოო შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად. უნდა ით­ქვას, რომ კლი­ნი­კა მარ­თლაც უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტი­საა. ასე­ვე დიდი მად­ლო­ბა ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფოს და მთავ­რო­ბას, რო­მელ­საც ამ სა­კი­თხში ერთი ნა­ბი­ჯი­თაც არ და­უ­ხე­ვია უკან”, – წერს კოკო გამ­სა­ხურ­დია.

შე­გახ­სე­ნებთ, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია 19 დე­კემ­ბერს დაჭ­რეს. მისი დაჭ­რის ფაქ­ტზე 4 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი. ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას თურ­ქე­თის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლო­ბენ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: