Advertisements
პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: ქვეყანა გააძლიერებს ძალისხმევას, რომ ნატო-ში გაწევრიანება დაჩქარდეს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველო გააძლიერებს ძალისხმევას, რომ ნატო-ში გაწევრიანება კიდევ უფრო დაჩქარდეს.

ირაკლი სესიაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას The Washington Times-ში გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება, სადაც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხზეა საუბარი. 

“საქართველო მზად არის ნატოში გაწევრიანებისთვის და ამისათვის სახელმწიფოებმა კონკრეტული ნაბიჯი უნდა გადადგან, ამიტომ კარგი იყო პრემიერის წერილი The Washington Times-ში, სადაც ბატონი პრემიერი ერთგვარ სამხედრო-პოლიტიკურ ანალიზს აკეთებს რეგიონთან მიმართებაში და ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას ხაზს უსვამს.

ნატო-ს წევრობა ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ინტერესი, რა თქმა უნდა, აქ არის ნატო-ს დიდი ოჯახის საერთო ინტერესი, იგივე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან, სტაბილურობისა და მშვიდობისკენ გადადგმული ღონისძიებებისთვის. ჩვენთვის ეს იქნება არა მხოლოდ უსაფრთხოების კომპონენტი, არამედ ერთგვარი ბიძგი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა სწრაფად განვითარდეს და გააათმაგოს თავისი შესაძლებლობები, რამდენადაც ნატო-ს წევრობა ნიშნავს უსაფრთხოებას და ინვესტორებისთვის თავისთავად ასეთი ქვეყანა ძალიან მიმზიდველია, ამიტომ ამ წერილით და შემდგომ პერიოდში ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა, გაძლიერებს თავის ძალისხმევას, რომ ნატო-ში გაწევრიანება კიდევ უფრო დაჩქარდეს“, -აცხადებს ირაკლი

Facebook Comments
Advertisements

ავტორის შესახებ

Info Postalioni

Featured