ირაკლი შოთაძემ მის პირველ მოადგილედ ბაკურ აბულაძე წარადგინა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამშრომლებს შეხვდა და უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებზე და ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.

ირაკლი შოთაძემ გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის თანამდებობაზე წარადგინა ბაკურ აბულაძე, რომელმაც საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მუშაობა დაიწყო სტაჟიორ-პროკურორად, სხვადასხვა დროს მუშაობდა ასევე რაიონულ და თბილისის პროკურატურებში, იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის მოადგილე, ხელმძღვანელობდა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურას, 2015 წლიდან დღემდე კი მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსის პოზიციაზე.

ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, რომ გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ ბაკურ აბულაძის დანიშვნის გადაწყვეტილება მისი პროფესიული გამოცდილებისა და პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით მიიღო.

Facebook Comments
%d bloggers like this: