ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

ირანში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. დაინფიცირებულია 60-ზე მეტი ადამიანი.

ჩინეთის შემდეგ, მსოფლიოს მასშტაბით, ეს სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამავდროულად, ვირუსის პირველი ორი შემთხვევა დაფიქსირდა ომანში. 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ვირუსის პირველი შემთხვევები დადასტურდა ქუვეითსა და ბაჰრეინშიც.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი მსოფლიოს 30 ქვეყანაშია გავრცელებული. ჩინეთში დაღუპულთა რიცხვმა 2663-ს მიაღწია, ხოლო ინფიცირებულია 77 600 ადამიანი. 

Facebook Comments
%d bloggers like this: