უაილდერმა ფიურისთან მარცხის უცნაური მიზეზი დაასახელა

ამერიკელმა სუპერმძიმეწონოსანმა დეონტეი უაილდერმა დაასახელა მიზეზი, რის გამო დამარცხდა ბრიტანელ ტაისონ ფიურისთან საჩემპიონო ბრძოლაში.

„ჩემი კოსტუმი, რომლითაც რინგზე ავედი, ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ბრძოლის დასაწყისიდანვე ვეღარ ვგრძნობდი ფეხებს. ცხადი იყო, რომ ფეხებთან დაკავშირებით პრობლემები მქონდა. ბევრი მეუბნებოდა, რომ წესრიგში ვერ ვიყავი. მესამე რაუნდში უკვე საერთოდ ვეღარ ვგრძნობდი საკუთარ ფეხებს.

მთელი ეს აღჭურვილობა 18-20 კილოგრამს იწონიდა. პირველად ის ბრძოლისწინა საღამოს ჩავიცვი, მაგრამ არ მეგონა თუ ასეთი მძიმე იქნებოდა. შთამბეჭდავი სანახაობა გამოვიდა, მაგრამ მე ეს პერფომანსი სხვა დანარჩენზე მაღლა დავაყენე“, – განაცხადა უაილდერმა Yahoo Sports-სთან კომენტარში.

ტაისონ ფიურიმ 22 თებერვალს, უაილდერი მეშვიდე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა  WBC-ის ვერსიით ბრძოლაში.

Facebook Comments
%d bloggers like this: