უგულავა: რაც უფრო ბევრი პოლიტპატიმარი ეყოლება ამ ქვეყანას, ოპოზიცია უფრო მეტად შეიკვრება

“ოპოზიციის ერთიანობა სადღეგრძელოს ჰგავდა, მაგრამ დღეს აბსოლუტურად სხვა ვითარებაა. რაც უფრო მეტი პოლიტპატიმარი იქნება, მით უფრო მეტად შეიკვრება ოპოზიცია”, -ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა გიგი უგულავას TV პირველის ეთერში განაცხადა.

როგორც უგულავამ აღნიშნა, “ლეიბორისტული პარტიის” ოფიში მოლაპარაკების მაგიდასთან მყოფი ყველა ოპოზიციონერი პრაგმატულად ერთი მიზნისთვის არის გაერთიანებული.

“პირველი სათქმელი ისაა,  რომ ეს არის ხალხის ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ და ხალხი მის წინააღმდეგ აუცილებლად გაიმარჯვებს. თუ ივანიშვილმა ხელისუფლება შეინარჩუნა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მოხდება ქვეყნის გეოპოლიტიკური ცვლილების ანუ რუსეთისკენ გადახრის ხარჯზე. შეუძლებელია სხვანაირად, იმიტომ რომ პოლიტიკური ლოგიკა ასეთია. ამას ჩვენი საზოგადოება არ დაუშვებს. ეს არ არის მხოლოდ ლიტონი სიტყვები. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ერთიანობაზე, ოპოზიციის ერთიანობა სადღეგრძელოს ჰგავდა ხოლმე, მაგრამ დღეს ვითარება აბსოლუტურად სხვა არის. რაც უფრო მეტი  პოლიტპატიმარი იქნება, მით უფრო მეტად შეიკვრება ოპოზიცია. რაც მთავარია, ყველა ვინც “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში მაგიდასთან ზის, პრაგმატულად არის გაერთიანებული. თითოეულ პარტიას პრაგმატულად სჭირდება იქ ყოფნა, იმიტომ რომ ივანიშვილთან შეუძლებელია თანამშრომლობა. ივანიშვილმა ისე შეირცხვინა თავი, რომ მას პარტნიორები არ და ვეღარ ჰყავს”, – აღნიშნა უგულავამ.

ცნობისთვის, უზენაესმა სასამართლომ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე დამნაშავედ სცნო და 3-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.ცნობისთვის, საქალაქო სასამართლომ 2018 წელს ე.წ. ფონდების საქმეში გიგი უგულავა და კიდევ 4 პირი დამნაშავედ სცნო.

Facebook Comments
%d bloggers like this: