25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა

25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში საბჭოთა ოკუპაციის დღეა.

1921 წლის 15 თებერვალს საქართველოში წითელი არმიის ნაწილები შემოიჭრა, დაიწყო საბჭოთა რუსეთ-საქართველოს ომი. 25 თებერვალს წითელი არმიის დანაყოფებმა თბილისი აიღეს და ქვეყანაში კომუნისტური მმართველობა დამყარდა, ჩამოყალიბდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა.

საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ჩამოყალბების ინიციატორი იყო ფილიპე მახარაძე, რომელმაც წითელი არმიის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ დაიკავა საქართველოს სსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის (ცაკ-ის) თავჯდომარის, სახალხო კომისართა საბჭოსა და შემდეგ ამეირეკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავჯდომარის თანამდებობები.

დღეს საზეიმო ღონისძიებები შეზღუდულია, სახელმწიფო უწყებების შენობებზე დაეშვება დროშა, მართლმადიდებლურ ტაძრებში კი გმირების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდები სრულდება.

Facebook Comments
%d bloggers like this: