მარო მაყაშვილის შთამომავალი გიორგი როსტომაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალებში მსახურობს

გორში, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სამხედრო-საგამოფენო სივრცის“ გახსნას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დაესწრო. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის შთამომავალი, გიორგი როსტომაშვილი, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსი ლეიტენანტია.

გიორგიმ აშშ-ს საჰაერო ძალების აკადემია დაამთავრა, 2015 წელს საქართველოში დაბრუნდა და ამჟამად საჰაერო თავდაცვის ბრიგადის უფროსი ლეიტენანტია. 

გიორგი როსტომაშვილი მარო მაყაშვილის დის, ნუნუ მაყაშვილის შვილიშვილია. მას კიდევ ერთი სახელოვანი წინაპარი ჰყავს – მაროს ბიძაშვილი, მიხეილ მაყაშვილი, რომელსაც 19 წლის ასაკში საქართველო-სომხეთის ომში მამაცობისათვის წმინდა გიორგის ჯვარი ჰქონდა მიღებული. 20 წლის იყო, როდესაც იუნკერთა სასწავლებელს თავდასხმისგან იცავდა. მიხეილ მაყაშვილი პირველი იუნკერია, რომელიც ბოლშევიკების ხელით დაიღუპა. როგორც ნათესავები ამბობენ, გიორგი გარეგნობით მას ძალიან ჰგავს. 

Facebook Comments
%d bloggers like this: