ალეკო ელისაშვილი: „სამოქალაქო მოძრაობა“ საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე არავის შეთანხმებია

„სამოქალაქო მოძრაობა“ საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე არავის შეთანხმებია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ჯერ უნდა გაირკვეს, არჩევნები რა საარჩევნო მოდელით ჩატარდება და მაჟორიტარებთან დაკავშირებით საუბარი მერე უნდა დაიწყოს.

„არანაირი შეთანხმება არ ყოფილა, თუ ვინმეს უნდა ასეთი გაუგებრობებით ბიძინა ივანიშვილს დაეხმაროს, ღმერთმა ხელი მოუმართოს. ასეთი მიუღებელი ნაბიჯები ეხმარება მხოლოდ „ქართულ ოცნებას“. ჩვენ ყველაფერს პასუხისმგებლობით ვუყურებთ და არ ვცანცარებთ პოლიტიკაში ყოფნით, ეს რაც მოვისმინეთ იყო სიცანცარე და სხვა არაფერი“, – განაცხადა ელისაშვილმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: