ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი აღმოაჩნდა

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის და პარლამენტის დეპუტატის ახალ კორონავირუსზე აღებულმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. ორივე მაღალჩინოსანი აქტიურად იყო ჩართული კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ირანი ერთ-ერთია იმ სამი ქვეყნიდან, რომლებიც  ჩინეთის საზღვრებს გარეთ, ცხელ წერტილად ითვლება კორონავირუსის გავრცელების გამო. გარდაცვლილთა რაოდენობამ ირანში უკვე 15 შეადგინა.

მინისტრის მოადგილემ, ირაჟ ხარირჩიმ ორშაბათს უარყო ინფორმაცია დაავადების აფეთქების მასშტაბების შესახებ. ჟურნალისტებთან საუბრისას მას ეტყობოდა, რომ თავს ცუდად გრძნობდა. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თქმით, ჩინეთის გარეთ დაავადების უეცარი აფეთქება ძლიერ შეშფოთებას იწვევს.  

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: