გიორგი ვაშაძე საარჩევნო სისტემაზე: “ქართული ოცნება” 110/40-ზე გვთავაზობს

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით მიმართა. ეს არის 110/40-ზე.

ახალი ინიციატივა გულისხმობს – პროპორციულით არჩეული დეპუტატების რაოდენობა 110-მდე გაიზრდება, მაჟორიტარულით არჩეული დეპუტატების კი, 40-მდე შემცირდება. 

თუმცა, გიორგი ვაშაძე ამბობს, მმართველი გუნდისგან შეთავაზებული ვერანაირი ინიციატივა ვერ იქნება მიღებული, სანამ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან. 

“ახლა გვეუბნებიან, რომ 110/40-ზე არის “ქართული ოცნების” პოზიცია, რაღაც გარკვეული დათქმებით. მე მარტივი გზავნილი მაქვს, ჩვენ ადგილებით და მანდატების რაოდენობით არ ვვაჭრობთ.

110/40-ზე ვერ იქნება მისაღები, იმიტომ, რომ ეს არ ითვალისწინებს პროპორციული არჩვნების მისწრაფებებს. 

თუმცა ისინი საუბრობენ, რომ კიდევ დამატებით კომპონენტებს შეიტანენ. შეთანხმება ოპოზიციის მხრიდან ვერ იქნება მეორე მნიშვნელოვანი საკითხის გარეშე – პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ და შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა”, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: