ირაკლი კობახიძე: ოპოზიციისთვის 110/40-ზე არ შეგვითავაზებია

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციაში “ქართული ოცნების” და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხები განიხილეს, მათ შორის საარჩევნო სისტემა.

ირაკლი კობახიძე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის გიორგი ვაშაძის განცხადებას უარყოფს, რომლის თანახმადაც „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციას 110/40-ზე შესთავაზა, რაც გულისხმობს – პროპორციულით არჩეული დეპუტატების რაოდენობის 110-მდე გაიზრდას, მაჟორიტარულით არჩეული დეპუტატების კი, 40-მდე შემცირებას. 

„დღევანდელი შეხვედრის მიზანი არ იყო, როგორც ასეთი მოლაპარაკების გამართვა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

სხვადასხვა საკითხებს განვიხილავდით, მათ შორის საარჩევნო სისტემის თემას. ბუნებრივია, რადგან ეს არ იყო მოლაპარაკების ფორმატი, ასე არ ხდებოდა, რომ ჩვენ რაღაცას ვთავაზობდით და ოპოზიცია პასუხობდა, ან პირიქით.

თუ გიორგი ვაშაძე ამბობს იმას, რომ ჩვენ ოპოზიციას ვთავაზობ 110/40-ზე, ეს არ არის სიმართლე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.  

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: