კორონავირუსის გამო ჟურნალისტებს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში თავისუფალი გადაადგილება შეეზღუდებათ

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, შსს ახალ ზომებს იღებს. ამ ის შესახებ უწყებამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ჟურნალისტებს სასაზღვრო პუნქტებში გადაადგილება შეეზღუდებათ.

„გაცნობებთ რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების მიზნით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტებს შეეზღუდოთ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში თავისუფალი გადაადგილება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინიტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარ სამმართველო, საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის და დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში უზრუნველყოფს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების შემოწმებას და საქართველოში მათი განთავსების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციას. ამის შეესახებ შსს განცხადებას ავრცელებს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: