საქართველოში აზერბაიჯანის მოქალაქე არ შემოუშვეს

ლაგოდეხის საბაჟო გამშვებ პუნქტზე საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეები არ შემოუშვეს.

კახეთში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, აზერბაიჯანის მოქალაქეს აღენიშნებოდა ტემპერატურა, რის გამოც მას საზღვრის გადმოკვეთაზე უარი ეთქვა. 

მეორე იყო საქართველოს მოქალაქე შვილთან ერთად. მათ ტემპერატურა არ აღენიშნებოდათ, თუმცა ისინი ქვეყანაში იმ მიზეზით არ შემოუშვეს, რომ ირანში მოგზაურობდნენ. საქართველოს მოქალაქეს თავდაპირველად შესთავაზეს, რომ საინკუბაციო პერიოდის გასვლამდე ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსებდნენ, რაზეც უარი განაცხადა და აზერბაიჯანში დაბრუნდა.  

“გამშვებ პუნქტზე მუდმივად ხორციელდება კონტროლი. იქ იმყოფებიან ჩვენი თანამშრომლები და მგზავრებს პროტოკოლით გათვალისწინებული წესით ამოწმებენ”, – განაცხადა კახეთში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: