ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად

საქართველოს მთავრობა კორონავირუსისგან თავის დაცვის მიზნით საზოგადოებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვიდეორეკომენდაციებს აცნობს.

რეკომენდაცია კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას და მის პრევენციულ ზომებს მოიცავს.

მინისტრის ინფორმაციით, ვირუსი საქართველოს 50 წლის მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 25 თებერვალს აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. დაინფიცირებული მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ცნობილია, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრთან შევხედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ირანში მიმოსვლა 2 კვირით შეიზღუდება, როგორც ირანის, ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: