Wizz Air-მა 12 მარტიდან 2 აპრილამდე ქუთაისი-მილანის რეისები გააუქმა

ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის აეროპორტიდან რამდენიმე რეისი გააუქმა, რამდენიმე ქალაქის მიმართულებით კი რეისების რაოდენობა შეამცირა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით გაუქმებულია მილანის ყველა რეისი.

18 მარტიდან 25 მარტამდე რომის მიმართულებით გაუქმებულია ოთხშაბათი დღის რეისები და მხოლოდ შაბათის ფრენები შესრულდება.

17 მარტიდან 24 მარტამდე ბოლონიის მიმართულებაზე 2-დან მხოლოდ 1 სიხშირე დარჩა.

12 მარტიდან 2 აპრილამდე ბარის მიმართულებით 3 ფრენა გაუქმდა.

როგორც უნგრული კომპანიის წარმომადგენელბი აცხადებენ, ფრენების გაუქმება მოთხოვნის შემცირებას უკავშირდება. 

Facebook Comments
%d bloggers like this: