საქართველოს მედიასაშუალებების ხელმძღვანელებს მოკრძალებულ რჩევას მივცემდი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი ზაზა შენგელია კორონავირუსთან დაკავშირებით, მედიასაშუალებების ხელმძღვანელებს მიმართავს.

ზაზა შენგელიას თქმით, შექმნილ სიტუაციაში მოვლენათა გაშუქების ელემენტარული სტანდარტების დაცვაა საჭირო. 

„კორონავირუსთან დაკავშირებით, მოსახლეობაში პანიკის თავიდან ასაცილებლად საქართველოს ყველა მედიასაშუალების ხელმძღვანელს მოკრძალებულ რჩევას მივცემდი – დააწესონ პროდიუსერების, ჟურნალისტების, ოპერატორების, წამყვანების მუშაობის და ქცევის ნორმები და მოვლენათა გაშუქების ელემენტარული სტანდარტები შექმნილ სიტუაციაში. ეს ყველა ტელეკომპანიამ, რადიოარხმა, ონლაინ თუ ბეჭდვითმა გამოცემამ აბსოლუტურად დამოუკიდებლად შეიძლება გააკეთოს, გარედან ყოველგვარი ჩარევების, ინსტრუქტაჟისა და მითითებების გარეშე“,-წერს ზაზა შენგელია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: