იაპონიაში კორონავირუსის მკურნალობა გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატ Avigan-ით დაიწყეს

იაპონიაში ორმა სამედიცინო დაწესებულებამ კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მკურნალობა დაიწყო ანტიგრიპოზული საშუალება Avigan-ით. ამის შესახებ იაპონიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით Jiji Press იუწყება.

COVID-19 -ის ვირუსისთვის ჯერჯერობით მკურნალობის მეთოდი არ არის დაწესებული. თუ პრეპარატ Avigan-ის ეფექტურობა დადგინდება, მას კორონავირუსით ინფიცირებული ავადმყოფების მკურნალობისთვის ფართოდ დანერგავენ.  

მინისტრის თქმით, პრეპარატი ეფექტურად ებრძვის ვირუსის გამრავლებას და ორი კლინიკა მას უკვე გამოიყენებს ექსპერიმენტული კვლევის ფარგლებში, რა თქმა უნდა, პაციენტების თანხმობით.

ავიგანი ბაზარზე გასაყიდად გამოტანილი არ არის. იაპონიის ხელისუფლებას მისი მარაგი დაახლოებით 2 მილიონი ადამიანის სამკურნალოდ აქვს. 

Facebook Comments
%d bloggers like this: