ახალი კვლევა- კორონავირუსით სიკვდილიანობის კოეფიციენტი მერყეობს სქესის, ასაკის და დაავადების ისტორიის მიხედვით

კორონავირუსის გავრცელების პარალელურად, მეცნიერები ამ ინფექციის მიზეზით გამოწვეულ სიკვდილიანობაზე სულ უფრო მეტ ინფორმაციას იღებენ.

სამედიცინო ჟურნალმა JAMA-მ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც გაანალიზებულია ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემები კორონავისრუსით ინფიცირებულ 72 314 ადამიანზე დაყრდნობით. 

ლეტალობის საერთო მაჩვენებელმა 2,3 % შეადგინა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ მაჩვენებელზე მეტია 0,7 %-ით. 9 წლის და უფრო ნაკლები ასაკის ბავშვებში სიკვდილის შემთხვევები არ ფიქსირდება. თუმცა, 70-79 წლის პაციენტებს შორის სიკვდილიანობის კოეფიციენტმა 8% შეადგინა, 80 წელს ზემოთ კი, 14 %.

დაავადების მსუბუქ და მძიმე ფორმებში სიკვდილის შემთხვევა არ არის დარეგისტრირებული, კრიტიკულ შემთხვევებში კი, 49 %-ს შეადგენს. დაავადება კრიტიკულად მიმდინარეობს ისეთ პაციენტებში, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აღენიშნებათ. მათ შორის 10, 5 % გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემთხვევაში გვხვდება, 7,3 % – დიაბეტის, 6,3% -ქრონიკული რესპირატორული დაავადებების, 6% -ჰიპერტონიისა და 5,6 % – სიმსივნის. 

ჩინეთში ჩატარებულმა ბოლო კვლევამ, რომელშიც ამერიკელ მეცნიერებს მონაწილეობა არ მიუღიათ, აჩვენა, რომ სიკვდილის შემთხვევები მამაკაცებში 2,8 %-ს შეადგენს, ქალებში კი, 1,7%-ს. ზოგი ექიმი ვარაუდობს, რომ ქალებს შესაძლოა, ბევრად ძლიერი იმუნური სისტემა აქვთ, რაც ფეხმძიმობის პერიოდში ბავშვზეც გადადის და იცავს ახალშობილს. 

ჩინეთში ჩატარებული კვლევა სავარაუდოდ, ვერ ასახავს იმას, თუ რა შეიძლება მოხდეს ვირუსის გლობალური გავრცელების შემთხვევაში. ჩინეთში, მამაკაცების თითქმის ნახევარი მწეველია მაშინ, როცა ქალებში ეს ციფრი 2 %-ია, რაც სავარაუდოდ, ერთ-ერთი მიზეზია იმის, რომ მამაკაცები უფრო მოწყვლადი არიან ახალი ვირუსის მიმართ.

კორონავირუსის საინკუბაციო პერიოდი თითქმის ორი კვირაა, რაც ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას. JAMA-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ზოგიერთი პაციენტი შესაძლოა, სხვებზე მეტად გადამდები იყოს. მაგალითად, ერთ-ერთმა ინფიცირებულმა, უხანში სულ მცირე ჯანდაცვის 10 მუშაკი და 4 სხვა პირი დააავადა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: