თეა წულუკიანი: დრო გადის და გვჭირდება ვიცოდეთ, რა მოდელის ფარგლებში ვაწარმოებთ საარჩევნო კამპანიას

„დრო გადის საკმაოდ სწრაფად და ყველას გვჭირდება ვიცოდეთ, რა მოდელის ფარგლებში ვაწარმოებთ საარჩევნო კამპანიას“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების სურვილია, ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კომპრომისს მიაღწიონ.  

„ჩვენი ხელისუფლება და ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა დროს ვმონაწილეობდით მოლაპარაკებებში, ან ისინი, ვინც ხელისუფლების მხრიდან გუშინ, გუშინწინ მოლაპარაკების მაგიდასთან იჯდა, ყველა არის მოწოდებული იმისკენ, რომ მოძებნილი იქნეს კომპრომისი. 

თუ ეს კომპრომისი ვერ იქნა მოძებნილი,  რა თქმა უნდა, ეს იქნება დასანანი, იმიტომ, რომ დრო გადის საკმაოდ სწრაფად და ჩვენ ყველას გვჭირდება ვიცოდეთ, რა მოდელის ფარგლებში ვაწარმოებთ საარჩევნო კამპანიას.

თუ მოკლე ვადაში ვერ შევთანხმდებით, რა თქმა უნდა, არსებული მოდელის ფარგლებში წარვმართავთ კამპანიას,იმისთვის რომ საქართველოში მორიგჯერ მაღალი ხარსხის, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.  

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: