ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 39 პაციენტია მოთავსებული

ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 39 პაციენტია მოთავსებული. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, გუშინ და დღეს ჩატარებული კვლევის თანახმად, 39 პაციენტიდან 21 პაციენტს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა, შესაბამისად, ისინი საკარანტინო სივრცეში გადაინაცვლებენ.

„ინფექციურში 18 პაციენტი დარჩება. აქედან 8 პირის ტესტირება უკვე წაღებულია და სავარაუდოდ, დღეს გვიან ღამე გვეცოდინება პასუხები“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

Facebook Comments
%d bloggers like this: