მარიხუანას მომხმარებელი კორონავირუსისთვის ერთ-ერთი მძიმე ფაქტორია

Nusagi

კორონავირუსის რისკჯგუფებში ხანდაზმულები შედიან, მარიხუანას მომხმარებელი ერთ-ერთი მძიმე ფაქტორია,-ამის შესახებ გადაცემა “რეაქციაში” იმუნოლოგმა დავით ნარობაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახალგაზრდებში რისკის შემცველია ის, თუ ვინმეს აქვს რაღაც ხელშემწყობი ფაქტორები.

“იმიტომ ვთქვი, რომ ვინც მარიხუანას ეწევა, ერთ-ერთი დამამძიმებელი ფაქტორია. მწეველობაც ერთ-ერთი მძიმეა, მაგრამ ისეთი მძიმე არ არის”, – აღნიშნა მან.

ნარობაშვილი იმასაც ხსნის რა ხდება ორგანიზმში ვირუსის მოხვედრის დროს:

“ფილტვის შიდა ბუშტუკებში, სადაც ხდება ჰაერის გაცვლა, ხდება ჯანგბადის სისხლში გადასვლის სეფერხება, ხდება იმიტომ, რომ სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის შეფერხება ხდება. ვირუსი იწვევს ამას. ჩვეულებრივი პნევმონიისგან იმით განსხვავდება, რომ ცოტა სწრაფად ვითარდება.

ახალი კორონავირუსი თავიდან მოხვდა ახალი პატრონის ორგანიზმში, ადამიანი სამშობლო არ არის და ცხოველისა და ჩვენი ტემპერატურა განსხვავდება, ამიტომ ცოტა აფორიაქებული იყო, ვინაიდან თვითონ ეს ვირუსიც უცხო პლანეტელია, დედამიწის მოსახლე არ არის. განიცადა ინერვიულა და როგორც ჩვენ ვართ სტრესში, ისიც სტრესში იყო. ახალ გარემოს მიეჩვია, დამშვიდდა და იმიტომ დაიწყო ჩინეთში კლებამ. სხვა ვირუსებისგან ასე ვთქვათ უფრო კულტურული ვირუსია”, – განაცხადა იმუნოლოგმა.

ipress

Facebook Comments
%d bloggers like this: