სააკაშვილის მთავარი მოკავშირე ახლა კორონავირუსი გამხდარა

ეს სუბიექტი არის უდიდესი პროვოკატორი უახლესი საქართველოს ისტორიაში! ;-სე ეხმაურება პროფესორი ზვიად კირტავა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვებს, რომელსაც ეს უკანასკნელი კორონავირუსთან დაკავშირებით ავრცელებს.

მზვიად კირტავას თქმით, დესტაბილიზაციის შესაქმნელად სააკაშვილის მთავარი მოკავშირე ახლა კორონავირუსი გახდა.

„ეს სუბიექტი არის უდიდესი პროვოკატორი უახლესი საქართველოს ისტორიაში! მისი ნებისმიერი განცხადება, ფაქტების დამახინჯების და გაყალბების გარდა (გვახსოვს მისი ფორთხვა გორში, თავდაცვის მინისტრის აორთქლება, დეზორგანიზებული და მიტოვებული მოხალისეები, გაუფრთხილებლად მიტოვებული მოსახლეობა, დაღუპული მებრძოლების მიტოვებული გვამები, დამარცხებული ომის გამარჯვებად გამოცხადება, წითელ ხიდთან ნაცმოძრაობის ლიდერშიპის მანქანების უსასრულო საცობი…), – ამავდროულად არის მოწოდება საქართველოში დესტაბილიზაციისკენ, არეულობისკენ, გადატრიალებისკენ… მისი მთავარი მოკავშირე ახლა კორონავირუსი გამხდარა. ოცნებობს, რომ მეტი შემთხვეევა დაფიქსირდეს, მეტი პანიკა იყოს, რომ ეკონომიკა გაჩერდეს და ქვეყანა ჩამოიშალოს…“,-წერს ზვიად კირტავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Facebook Comments
%d bloggers like this: